რუსთაველის მეტროსთან არასამთავრობო ორგანიზაციები აქციას მართავენ
რუსთაველის მეტროსთან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია საპროტესტო აქციას მართავს. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენას და დაპირების შესრულებას სთხოვენ. იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნილებები არ დაკმაყოფილდება, აქციის მონაწილეები ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას გეგმავენ.
მთავარი მოთხოვნა კი ის არის, რომ დროულად გამოიძიონ ის საქმეები, რომლებიც ბოლო პერიოდში გახმაურდა. აქციის ორგანიზატორები ასევე რეზოლუციას წაიკითხავენ, ამის შემდეგ კი პარლამენტის შენობასთან მსვლელობით გადაინაცვლებენ.
„ამ აქციის უმთავრესი მოთხოვნაა სამართლიანობის აღდგენა, დამნაშავეების დასჯა „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერებისგან, ძალოვანი სტრუქტურების გათავისუფლება. ჩვენ წავიკითხავთ რეზოლუციას და რა მოთხოვნილებები იქნება რეზოლუციაში, მოგვიანებით გაცნობებთ“,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.