ფრანგი ტურისტები კამბოჯურ ტაძარში შიშველი ფოტოსესიისთვის დააკავეს

კამბოჯაში არსებულ ტაძრების კომპლექს ანგკორ-ვატში შიშველი ფოტოსესიის მოწყობისთვის სამი ფრანგი ტურისტი დააკავეს. ამ ინფორმაციას სააგენტო „ფრანც პრესი“ ავრცელებს. ფრანგი ტურისტები დაცვამ უხერხულ მომენტში დააკავა: როდესაც მათ ძველი ტაძრის “ბანტაი კდეის” დათვალიერებისას ტანსაცმელი გაიხადეს და ნიუს სტილში ფოტოსესია მოაწყვეს. ტაძრის დაცვამ დაკავებულები ადგილობრივ პოლიციას გადასცა. იმის მიუხედავად, რომ ფრანგებმა ბოდიში მოიხადეს, მათ წინააღმდეგ საქმე მაინც აღიძრა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ტაძარი სალოცავ ობიექტს წარმოადგენს და საკულტო ნაგებობაში შიშვლად ფოტოგრაფირება მრავალრიცხოვანი მომლოცველის გრძნობებს შეურაცხყოფს.
ანგკორ-ვატი ღმერთ ვიშნუსადმი მიძღვნილი ტაძრების კომლექსია, რომელიც კამბოჯაში მდებარეობს. ის მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესი საკულტო ნაგებობად არის აღიარებული და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები