ლონდონის მერმა ჯიჰადისტებს უიღბლოები და პორნოგრაფიის მოყვარულები უწოდა
ლონდონის მერმა ბორის ჯონსონამ ინტერვიუში განაცხადა, რომ მამაკაცები, რომლებიც ისეთ ექსტრემისტულ დაჯგუფებებში წევრიანდებიან, როგორიც „ისალმური სახელმწიფოა“ – უიღბლოები და პორნოგრაფიის მოყვარულები არიან. ამ ინფორმაციას „BBC News“ ავრცელებს.
ჯონსონმა განაცხადა, რომ ექსტრემიზმის შესახებ MI5-ის მოხსენების თანახმად, ქალებთან ურთიერთობაში პრობლემების გამო, ჯიჰადისტებს განიცდიან შეგრძნებას, რომ „მთელი სამყარო მათ წინააღმდეგაა“. „ისინი მხოლოდ ბიჭები არიან, რომელთაც თვითდაკმაყოფილება უიმედოდ სჭირდებათ, მათ ცხოვრებაში განსაზღვრული მიზანი არა აქვთ“, – განაცხადა ჯონსონმა.
მისივე თქმით, მუსულმანური საზოგადოება ექსტრემიზმთან ბრძოლას სათავეში უნდა ჩაუდგეს.