პაკისტანში შიიტურ მეჩეთში დაღუპულთა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა

პაკისტანის ქალაქ შიკარპურში შიიტური მეჩეთის აფეთქების მხვერპლთა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას სააგენტო „ფრანც პრესი“ პაკისტანის ჯანდაცვის მინისტრის გავრცელებულ ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ამ დროისთვის შიკარპურის ჰოსპიტალში 54 დაღუპულის ცხედარია, ხოლო კიდევ 7 ცხედარი ლარკანის საავადმყოფოშია დასვენებული“, – განაცხადა პაკისტანელმა მინისტრმა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა სუნიტურმა რადიკალურმა დაჯგუფება „ჯუნდულამ“ აიღო. „ჩვენი სამიზნე შიიტური მეჩეთი გახლდათ. ისინი ჩვენი მტრები არიან“, – განაცხადა დაჯგუფების წარმომადგენელმა ფახად მარვატმა.
აფეთქების შედეგად მეჩეთის სახურავი ჩამოინგრა. ტერაქტის მომენტისთვის მასში 400-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები