შინაგან საქმეთა მინისტრი ბელგიელ კოლეგას შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ბელგიის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრ ჟან ჟამბონს შეხვდა.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის მინისტრებმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და პოლიციის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე, ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესსა და ამ პროცესში სამართალდამცავი უწყებების მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს.
ვახტანგ გომელაურმა ბელგიელ კოლეგას სამინისტროში განხორციელებული მიგრაციის, საზღვრის მართვისა და დაცვის რეფორმები გააცნო. საქართველოს და ბელგიის შს მინისტრებმა სამომავლო გეგმები დასახეს, ორგანიზებულ დანაშაულთან და ტერორიზმთან ბრძოლის შეთანხმების გაფორმების პერსპექტივები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები