პრემიერი ევროკავშირის ელჩებთან სამუშაო სადილს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ელჩებთან სამუშაო სადილს დაესწრო, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად ლატვიის არჩევას მიეძღვნა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერსა და საქართველოს მთავრობის წევრებს ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის – ლატვიის ელჩმა, ელიტა გაველემ უმასპინძლეს.
ლატვია ევროკავშირის საბჭოს 6 თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები