„დარწმუნებული ვარ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება“

პარტია „ევროპული დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში შესაძლო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ ისაუბრა.
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აუცილებლად გაიმართება.
„რეგიონებში და განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებში საამისო მზადება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ეს სუფთა ოპერატიულად მიღებული ინფორმაცია იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ეს ყველას, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ინტერესს წარმოადგენს. „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების შენარჩუნება და „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება უნდა. „ნაციონალებს“ -ხელისუფლებაში დაბრუნება, არასაპარლამენტო ოპოზიციას კი სურს, საპარლამენტო ოპოზიცია გახდეს. ამიტომ ამ შემთხვევაში ყველას ინტერესები ემთხვევა“,- განაცხადა პაატა დავითაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები