„ადამიანი პენხუ“ – მეცნიერებმა პირველყოფილი ადამიანის ახალი სახეობა აღმოაჩინეს

იაპონიის, ტაივანის და ავსტრალიის უნივერსიტეტების მკვლევარებმა პირველყოფილი ადამიანის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. იაპონური მედიის ცნობით, „ადამიანი პენხუ“ აღმოსავლეთ აზიის ტერიტორიაზე დაახლოებით 490 ათასი – 10 ათასი წლის წინ ცხოვრობდა.
ადამიანის ახალი სახეობის აღმოჩენის შესახებ დასკვნა სპეციალისტებმა ტაივანის დასავლეთ სანაპიროს პენჰუს კუნძულების მახლობლად ნაპოვნი უძველესი ადამიანის ყბის ფრაგმენტის ანალიზის შემდეგ გააკეთეს.
თავდაპირველად, მეცნიერებმა იფიქრეს, რომ აღმოჩენილი ფრაგმენტი პირველყოფილი ადამიანების სხვა სახეობას, „პეკინის ადამიანს“, ან „იავანის ადამიანს“ ეკუთვნოდა. თუმცა ყბის ძვლის აღნაგობის და ყბაზე შენარჩუნებული კბილების მიხედვით სპეციალისტებმა დასკვნა გამოიტანეს, რომ ადამიანის ახალ სახეობაზეა საუბარი. ამ სახეობამ „პენხუს ადამიანის“ სახელწოდება მიიღო.
„პენხუს ადამიანის“ სახასიათო ნიშნებია – ყბის საკმაოდ დიდი ზომები.
„ჩვენი მოსაზრებით, მათი უშუალო წინაპრები აზიაში უძველესი პოპულაციის ადამიანებს მიეკუთვნებოდნენ, ან იქ აფრიკიდან უფრო გვიან პერიოდში ჩავიდნენ“, – აღნიშნა კვლევის ერთ-ერთმა მონაწილემ, ტოკიოს უნივერსიტეტის წარმომადგენელმა იოსუკე კაიფუმ.
აღსანიშნავია, რომ „ადამიანი პენხუ“, როგორც პირველყოფილი ადამიანის პეკინის და იავანის სახეობები, თანამედროვე ადამიანის პირდაპირი წინაპარი არ არის.

10942803_913545592019013_150185823_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები