ირაკლი ალასანია ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს ალექსანდრე ვერშბოუს შეხვდა


საპარლამენტო ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, ალექსანდერ ვერშბოუს შეხვდა.
შეხვედრისას საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა და უელსის სამიტის გადაწყვეტილებათა შესრულების არსებული მდგომარეობა განიხილეს. მხარეებმა ასევე რეგიონულ უსაფრთხოებაზე და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზეც იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და რეფორმების დროულად და ეფექტიანად გატარების მნიშვნელობაზე.
შეხვედრას “თავისუფალი დემოკრატების” სხვა წევრებიც დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები