უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის აეროპორტიდან 1,5 კილომეტრით უკან დაიხიეს

უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის ძალებმა დონეცკის აეროპორტიდან 1,5 კილომეტრით უკან დაიხიეს. ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვიქტორ მუჟენკომ განაცხადა. მისი თქმით, დასახლებული პუნქტების: ოლენევკას, პესკის, ავდეევკას და დონეცკის აეროპორტის
მიდამოებში სიტუაციის სტაბილიზაცია მოხერხდა. უკრაინელმა სამხედროებმა ის პოზიციები დაიკავეს, რომლებიც დონეცკის აეროპორტის ტერიტორიის სრული კონტროლის საშუალებას აძლევთ. გარდა ამისა, გენერალურ შტაბში აღნიშნეს, რომ დონეცკის აეროპორტის ადმინისტრაციული ზონა არანაირ ღირებულებას აღარ წარმოადგენს.

10937823_913531198687119_1280586311_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები