„გალფი“ დავით კეზერაშვილის კომპანია იყო და მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული ხელისუფლების ყველა დონეზე“


„მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარის, ბექა კემულარიას განცხადებით, „გალფში“ ფინანსური პოლიციის შესვლა საფუძვლიანია, რადგან კომპანიას სერიოზული დარღვევეი გააჩნია – ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „ალია“ აქვეყნებს.
„ლოგიკურია, რომ ფინანსური პოლიცია შევიდა „გალფში“, ანუ „პეტროლიუმ ჯორჯია“ საქრთველოში. ის ნავთობპროდუქტების ყველაზე მსხვილი შემომტანი იყო, ყველაზე მეტ საწვავს „გალფი“ ყიდდა, თუმცა საზღვარსა და საბაჟოზე არ იყო დაფიქსირებული, რომ ამ კომპანას ამდენი პროდუქტი შემოჰქონდა. საბაჟო, „გალფის“ მიერ შემოტანილი ნავთობრპოდუქტების მხოლოდ 30%-ს აფიქსირებდა, დანარჩენი კი არსად არ ფიქსირდებოდა. სავარაუდოდ, სწორედ ეს უნდა იყოს „გალფში“ ფინანსური პოლიციის შესვლის მიზეზი“,- აცხადებს კემულარია.
როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი გამოცემასთან აღნიშნავს, ,,გალფი“ ერთ-ერთი მონოპოლისტი იყო და ამ მონოპოლიის სათავეში 2011-2012 წლებში თავდაცვის ყოფილი მინიტრი თავით კეზერაშვილი იდგა.
,,გალფი“ დავით კეზერაშვილის კომპანია იყო და მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული ხელისუფლების ყველა დონეზე. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ერთ მშვენიერ დღეს ოფიციალურ მილიონერად მოგვევლინა და საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ეს ფული კეზერაშვილმა უკანონოდ იშოვა. შემდეგ, ეს ფული ნავთობბიზნესში დააბანდა და სხვების ჩაძირვის ფასად, ბაზარზე ყველაზე მსხვილი მოთამაშე ,,გალფი“ გახდა“, – განაცხადა ბექა კემულარიამ.
კემულარია არ გამორიცხავს, რომ გამოძიება თავად დავით კეზერაშვილზე გავიდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები