საჩხერის გადასახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

საჩხერის გადასახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “ნისანის” მარკის ჯიპი ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მძღოლი მძიმედ დაშავდა. ის ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები