ამერიკა უკრაინას კიდევ ერთ მილიარდ დოლარს გამოუყოფს

აშშ უკრაინას დამატებით ფინანსურ დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა ჯეიკობ ლიუმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების შესახებ პუნქტი აშშ-ს ბიუჯეტში გაიწერება. დოკუმენტი კონგრესში მომდევნო კვირას შევა. კონგრესის მხარდაჭერის შემთხვევაში, უკრაინას დამატებითად საკრედიტო გარანტიების სახით ერთი მილიარდი დოლარი გამოეყოფა, თუ უკრაინის ხელისუფლება ეკონომიკურ რეფორმებს განაგრძობს.
გარდა ამისა, აშშ-ს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ვაშინგტონი უკრაინაში კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების მომხრეა, თუმცა, აუცილებლობის შემთხვევაში, რუსეთის მიმართ ზეწოლის გაძლიერებისთვის მზადაა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ვაშინგტონმა უკრაინისთვის ორი მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები