“ძალიან დამწყდა გული, რომ დღეს ვეღარ მოვდივარ“
პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანი საქართველოში დღეს ვეღარ ბრუნდება – ამის შესახებ იგი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. როგორც კვიციანი აღნიშნავს, ის საბაჟოდან უკან გააბრუნეს.
“საბაჟოდან გამაბრუნეს უკან, მიზეზი ცოტა უცნაურად მომეჩვენა, ველოდები დამატებით საბუთს და ხვალისთვის ავიღებ ბილეთს! ძალიან დამწყდა გული, რომ დღეს ვეღარ მოვდივარ“, – წერს კვიციანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
რვაწლიანი ძებნის შემდეგ კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი სამშობლოში დაბრუნდება. ქართველი სამართალდამცველები სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით ძებნილ ემზარ კვიციანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტშივე დააკავებენ. კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს ემზარ კვიციანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები და მხარდამჭერები დახვდებიან. კვიციანი მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს. პოლკოვნიკი კვიციანი 2006 წლის ივლისის ბოლოდან სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით იძებნება.