„უკრაინამ ყირიმი დაკარგა“

 „ეჭვგარეშეა, რომ ყირიმი უკრაინამ დაკარგა!“ – ამ სათაურით ექსპერტი დავით ოსეფაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს. ექსპერტს მიაჩნია, რომ სიმფეროპოლში ამჟამინდელი მოვლენები უკრაინელებს ძვირი დაუჯდებათ და იქ განვითარებული პროცესები კიევის რევოლუციის გაგრძელებაა.
„კიევის რევოლუცია უკრაინას, როგორც ჩანს, ძალიან ძვირად დაუჯდება, რადგან ყირიმში მიმდინარე პროცესები ამაზე მიანიშნებს. დღეს, რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესების დაცვის ეგიდით, სიმფეროპოლში შეიარაღებულმა პირებმა დაიკავეს მთავრობისა და პარლამენტის შენობები, სადაც რუსული დროშები ფრიალებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სიმფეროპოლში ჯავშანტექნიკა გადაადგილდება. ასევე ხდება გასამხედროებული ფორმირებების ჩამოყალიბება სიმფეროპოლში გასაგზავნად. რუსეთმა დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებები. ახლა უკვე ეჭვგარეშეა, რომ ყირიმი უკრაინამ დაკარგა“, – წერს დავით ოსეფაშვილი.

1959024_711557762200053_81261990_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები