სოროსი: სააკაშვილმა კორუფციის აღმოფხვრის მცდელობა სახელმწიფო მონოპოლიად გადააქცია

უკრაინაში განვითარებული მოვლენების, „ძველი“ და „ახალი“ უკრაინული სახელმწიფოების შესახებ სტატიას გამოცემა „ნიუ-იორკ ტაიმსი“ აქვეყნებს. სტატიის ავტორები ცნობილი მილიარდერი ჯორჯ სოროსი და ფრანგი პოლიტიკური ჟურნალისტი, ფილოსოფი ბერნარ-ანრი ლევი არიან. როგორც ავტორები აღნიშნავენ, დღევანდელი უკრაინა შეგვიძლია 2004 წლის საქართველოს შევადაროთ.
„როდესაც მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, მან დაუყოვნებლივ საძულველი საგზაო პოლიცია შეცვალა და მისი სტაციონარული პოსტები გააუქმა, სადაც ქრთამს იღებდნენ. საზოგადოებამ დაუყოვნებლივ აღიარა ცვლილებები უკეთესობისკენ. სამწუხაროდ, უკრაინას ჯერჯერობით ანალოგიური პროექტი არ უპოვია. კიევში პოლიციის რეორგანიზაცია მოხდება, მაგრამ თუ თქვენ მართვის მოწმობა გჭირდებათ, თქვენ დღემდე ქრთამის გადახდა მოგიწევთ, როგორც ადრე“, – აღნიშნავენ სტატიის ავტორები.
სოროსის და ლევის თქმით, სააკაშვილი რევოლუციური ლიდერი იყო, რომელსაც კორუფციის აღმოფხვრის მცდელობა ჰქონდა, მაგრამ, საერთო ჯამში, მან ის სახელმწიფო მონოპოლიად გადააქცია.
„საპირისპიროდ, უკრაინა – ეს წარმოდგენლობითი დემოკრატიაა, რომელიც დაფუძნებულია არა ერთ ლიდერზე, არამედ შეკავების და საპირწონის სისტემაზე. დემოკრატია უფრო ნელა მოძრაობს, მაგრამ შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს უპირატესობად იქცეს“, – ნათქვამია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები