„მინდა გავერკვიო, რამ განაპირობა, რომ უკვე 2 წელია ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება მიმდინარეობს“

 „მინდა გავერკვიო, რა ობიექტური ან სუბიექტური მიზეზით არის განპირობებული, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში უკვე 2 წელი და 3 თვეა ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება მიმდინარეობს“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ქუცნაშვილის განმარტებით, თუ საქმის ამ დრომდე გამოუძიებლობის ობიექტური გარემოებები ვერ დასახელდება, მაშინ ცხადზე ცხადია, რომ ზურა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიების გაჭიანურება მკვლელებისთვის ხელის დაფარებას ემსახურება. „მინდა გავერკვიო, რა ობიექტურმა ან სუბიექტურმა მიზეზებმა განაპირობა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში უკვე 2 წელი და 3 თვეა ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება მიმდინარეობს. ვერავინ ვერ დამარწმუნებს იმაში, რომ ეს საქმის გამოძიებისთვის გონივრული ვადაა. თუ ობიექტური გარემოებები ვერ დასახელდება, მაშინ ცხადზე ცხადია, რომ ზურა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიების გაჭიანურება მკვლელებისთვის ხელის დაფარებას ემსახურება“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები