ნარმანია: სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კომუნალურ ვაუჩერებზე გამოყოფილი თანხა გაორმაგდა

თბილისში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კომუნალურ ვაუჩერებზე გამოყოფილი თანხა გაორმაგდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, 2015 წლის ბიუჯეტიდან აღნიშნული მიზნით 19 მილიონი ლარი დაიხარჯება.
“2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველ ოჯახებზე კომუნალური სუბსიდიის სახით, ჯამში, 9 მილიონნახევარი ლარი გაიცა. ჩვენ, როგორც ვპირდებოდით გაორმაგებას ჩვენს ამომრჩევლებს, 2015 წლის ბიუჯეტიდან ამ მიზნით ზუსტად გაორმაგებული თანხა – 19 მილიონი ლარი დაიხარჯება. შესაბამისად, ის განცხადებები, რაც ამ თვალსაზრისით კეთდება, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ამიტომ მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჩვენი დაპირებები ჩვენი მხრიდან შესრულდება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები