გივი თარგამაძეს იური ვაზაგაშვილის შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებენ

გივი თარგამაძემ გამოძებნა ადამიანი, რომელმაც იური ვაზაგაშვილს მიაწოდა იმ ძალოვანების სია, რომლებიც თითქოსდა მონაწილეობდნენ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში, – ამის შესახებ გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ სანდრო წყარო აცხადებს.
მისი მტკიცებით, “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ გამოძებნა ადამიანი, ვისაც იური ვაზაგაშვილთან წვდომა ჰქონდა და სწორედ მისი საშუალებით გადასცა ძალოვანების სია.
“გივი თარგამაძემ გამოძებნა ადამიანი, ვისაც იური ვაზაგაშვილთან წვდომა ჰქონდა და სწორედ მისი საშუალებით გადასცა ძალოვნების სია. რეალურად ეს ადამიანები 2006 წელს შს სტრუქტურებში მუშაობდნენ, თუმცა ამ სიაში იყვნენ ისეთებიც, ვისაც იური ვაზაგაშვილის შვილის მკვლელობასთან უშუალო კავშირი არ ჰქონია. 2006 წლის 2 მაისს “კორტების“ სპეცოპერაცია კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ირაკლი ფირცხალავამ დაგეგმა და სპეციალური დანიშნულების რაზმმა განახორციელა“, – წერს “კვირის ქრონიკა“.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს ალექსანდრე ჭიკაიძე ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელებს ხელს აფარებს, ცრუა და ის „ვიღაცამ შეგნებულად გაავრცელა”. „გასაგებია, რომ ვიღაცამ შეგნებულად გაავრცელა ეს ცრუ ინფორმაცია და ბატონ იურის მიაწოდა. იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ეს შეგნებულად გააკეთეს, მაგრამ სიმართლე გაირკვევა, გამოძიება დაადგენს ყველაფერს”, – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს 23 იანვარს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები