„ასავალ-დასავალი“: სააკაშვილის ხელმძღვანელობით ივანიშვილის წინააღმდეგ ტერაქტი მზადდება

გაზეთი ,,ასავალ-დასავალი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ იური ვაზაგაშვილის ვერაგული მკვლელობის შემდეგ უკვე გამოჩნდა საგანგაშო სიგნალები იმასთან დაკავშირებით, რომ ტერორისტული სიგნალები ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგაც მზადდება.
“იმ ძალებისთვის, რომლებმაც იური ვაზაგაშვილს ჯერ შვილი მოუკლეს და მერე იმ მოკლული შვილის საფლავზე თავადაც ააფეთქეს, ნომერ პირველი სამიზნე სწორედ ბიძინა ივანიშვილია. სააკაშვილმა, რომელსაც ხელისუფლებაში დაბრუნების ცხოველური სურვილი მოსვენებას არ აძლევს და რომელიც საქართველოში არეულობის მოსაწყობად პლაცდარმს უკრაინაში ამზადებს, მშვენივრად იცის, რომ მისი უპირველესი და უმთავრესი წინაღობა, რომელიც მას რევანშის საშუალებას არ მისცემს, ისევ და ისევ, ბიძინა ივანიშვილი იქნება. ამიტომაც დგას დღის წესრიგში ბიძინა ივანიშვილის მოშორება“,- წერს გაზეთი.
წყაროს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს 2012 წელს ივანიშვილის ლიკვიდაცია არ გამოუვიდა, მაგრამ ამ გეგმაზე დღესაც აქტიურად ფიქრობს. ,,როგორც კარგად ინფორმირებული წყაროები გვეუბნებიან, სააკაშვილი ცოფებს ყრის და თავის დამქაშებს, მათ შორის, აქტიურ ზონდერებსა და შავი საქმეების გამოცდილ შემსრულებლებს, რომელთა ერთი ნაწილიც დღეს უკრაინაში იარაღით ხელში იბრძვის, ეუბნება, ის რაც 2012 წლის აგვისტოში ვერ განვახორციელეთ, ახლა უნდა მოვიყვანოთ სისრულეშიო. საუბარია ლაფანყურის სპეცოპერაციაზე, რომლის დროსაც ლოპოტას ხეობაში ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები ჩახოცეს. მაშინვე გაჟღერდა ვერსია, რომ ,,ბოევიკების“ ამ ჯგუფს სააკაშვილის ხელისუფლებამ ივანიშვილზე ტერაქტის განხორციელება და მისი ლიკვიდაცია დაავალა, რაზეც ამ მებრძოლებმა უარი განაცხადეს და მათი ჩახოცვა ამიტომაც მოხდა“,-აღნიშნავს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები