„სააკაშვილისა და იანუკოვიჩის მმართველობა დანაშაულია საკუთარი მოსახლეობის წინაშე“

  სააკაშვილისა და იანუკოვიჩის მმართველობა დანაშაულია საკუთარი მოსახლეობის წინაშე – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, რუსეთზე და ოკუპაციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაკეთებულ განცხადებებს აჟიოტაჟის შექმნის მცდელობად აფასებს. მისივე თქმით, ოპოზიციაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გაკეთებული ამ შინაარსის განცხადებები პრობლემების გაღრმავებას ისახავს მიზნად. „მიხეილ სააკაშვილი ბედავს და უკრაინის ტრაგედიაზე ცდილობს პიარის აგორებას, სააკაშვილი, რომლის რეჟიმი ზუსტად იანუკოვიჩის ხელისუფლების მსგავსად უარყო საკუთარმა ამომრჩეველმა. „ნაციონალური მოძრაობის“ თვითპიარზე ორიენტირებული გამოსვლები უკვე სასაცილო ფაზიდან გადავიდა იდიოტიზმის და ქვეყნის პოლიტიკისთვის სახიფათო სტადიაზე“,- განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები