დაზიანებულია თუ არა ტუტანჰამონის ნიღაბი და უტარდება თუ არა მას რესტავრაცია?

ქაიროს ეგვიპტური მუზეუმის თანამშრომლის ცნობით, ტუტანჰამონის ნიღაბს დაწნული მოოქროვილი წვერი ნაჩქარევად მიაწებეს, მას შემდეგ რაც წვერი ნიღაბს მოსცილდა, იუწყება „ბი-ბი-სი“. ქაიროს ეგვიპტური მუზეუმის ექსპერტები საკითხის შესწავლის შემდეგ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ, გაურკვეველია ნიღაბი წმენდის დროს დაზიანდა, თუ წვერი თავისთავად მოსცილდა ნიღაბს. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, წებოს მსგავსი ნივთიერება ადვილად შესამჩნევია იქ, სადაც წვერი და ნიღაბი ერთმანეთს უერთდება. ერთ-ერთი კონსერვატორის თქმით, სწრაფად შრობადი წებოა გამოყენებული. ხოლო ერთ-ერთი სპეციალისტი ამბობს, რომ ნაწიბურები მოაფხიკეს, რამაც მცირე ნაკაწრები დაუტოვა ნიღაბს შეწებების ადგილას.
მუზემის დირექტორმა მაჰმუდ ალ ჰავაგიმ დაადასტურა, რომ ნიღაბზე შეიმჩნევა წებოვანი ნივთიერების კვალი. რესტავრატორების თქმით, ლაბორატორიული გამოკვლევის მიუხედავად, ნიღაბი სასწრაფოდ შეაკეთეს, რათა ექსპოზიციაზე დაბრუნებულიყო, რადგან არტეფაქტი ეგვიპტის ანტიკური კულტურის მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს. ეგვიპტური მედიის ცნობით, ტუტანჰამონის ნიღაბთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გამართა ეგვიპტის სიძველეეების მინისტრმა მამდუ ელდამატიმ. Ahram-ის ინფორმაციით, სამინისტრო აპირებს რომ ნიღაბს რესტავრაცია ჩაუტაროს და ამისთვის, მეტალის რეკონსტრუქციის სპეციალისტი გერმანელი ქრისტიან ეკერმანი მოიწვია. ეკერმანმა Ahram-ს განუცხადა, რომ შეშფოთება ექსპონატის დაზიანებასთან დაკავშირებით გადამეტებულია.
სპეციალისტის თქმით, 1922 წელს ტუტაჰამონის ნიღაბი ერთმანეთისგან განცალკევებით აღმოაჩინეს და ასე მიიტანეს ქაიროს ეგვიპტურ მუზეუმში და მხოლოდ 1941 წელს დააფიქსირეს წვერი ნიღაბთან. ეკერმანის თქმით, წვერი ნიღაბთან წებოთია შეწებებული და იგი არ არის საუკეთესო მასალა ექსპონატისთვის. მისი თქმით, რესტავრაცია ფრთხილად უნდა განხორციელებულიყო, თუმცა იგი გარდაუვალი იყო. მინისტრი ელდამატის განცხადებით, ეს ინფორმაცია მან, ორი დღის წინ გაიგო, ხოლო ფოტოები, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა, ვითარების გასამძაფრებლად ფოტოშოპით არის დამუშავებული. მინისტრის განმარტებით, სამინისტრო არაფერს მალავს და 2014 წლის აგვისტოში ჩატარებული რესტავრაცია სპეციალურ ჟურნალშიც არის რეგისტრირებული. ეკერმანის თქმით, ტუტანჰამონის ნიღბის რესტავრაციის მიზანია, 2014 წლის აგვისტოში გამოყენებული მასალა არტეფაქტს მოსცილდეს და, იგი სხვა, შესაფერისი მასალით ჩაანაცვლონ.

get_img (1)

get_img (2)

get_img (3)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები