პრემიერი კონგრესის უმცირესობის ლიდერს ნენსი პელოსს შეხვდა

  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონგრესის უმცირესობის ლიდერს, წარმომადგენლობითი პალატის ყოფილ სპიკერს ნენსი პელოსს შეხვდა. პრემიერის პრესამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დროს საუბრის ძირითადი თემა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები იყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ კონგრესი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მომავალშიც მხარს დაუჭერს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ცალკეულ ასპექტები, გამოითქვა თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერისა და ნატოს სამიტის გათვალისწინებით, საქართველოსთვის აშშ-ის მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები