ექსკლუზივი: ზურა ვაგაზაშვილის საქმის პროკურორი თენგიზ ხარებავა გაათავისუფლეს

პროკურორი თენგიზ ხარებავა, რომლის სახელიც ზურა ვაზაგაშვილის საქმეს უკავშირდება, მთავარი პროკურატურიდან გაათავისუფლეს – ამის შესახებ „კვირას“ განსასჯელ ემზარ კვიციანის ადვოკატმა რევაზ კახნიაურმა განუცხადა. მისი თქმით, მან თენგიზ ხარებავას გათავისუფლების შესახებ გუშინ შეიტყო.
„ემზარ კვიციანის საქმესთან დაკავშირებით პროკურორ თენგიზ ხარებავასთან რაღაც საკითხი მქონდა გასარკვევი, მაგრამ იგი გუშინ პროკურატურიდან გაათავისუფლეს“, – აღნიშნა რევაზ კახნიაურმა.
შეგახსენებთ, რომ პროკურორი თენგიზ ხარებავა ე.წ. კორტების საქმეზე პროკურორი იყო.
20 იანვრის ტრაგედიამდე, იური ვაზაგაშვილი აცხადებდა, რომ თენგიზ ხარებავა, ბესო თხელიძე და სხვები, რომლებმაც თავის დროზე საქმე გააყალბეს, დღესაც პროკურატურის მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ. ვაზაგაშვილი ეჭვობდა, რომ ეს ადამიანები გამოძიებას აჭიანურებდნენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ მთავარი პროკურატურის რიგები თენგიზ ხარებავას გარდა კიდევ ორმა პროკურორმა დატოვა.
პროკურორების გათავისუფლების შესახებ „კვირა“ მთავარ პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები