სოფელ ანაგაში “ლიბერთი ბანკის” მომსახურების ცენტრი გაქურდეს
სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში “ლიბერთი ბანკის” მომსახურების ცენტრი გაქურდეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
“ლიბერთი ბანკის” მომსახურების ოფისში გუშინ გვიან ღამით შეიჭრნენ და სეიფი წაიღეს. აღნიშნულ ბანკს არც სათვალთვალო კამერები აფიქსირებს და არც დაცვა ჰყავს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ქურდობას გულისხმობს.