„ვადამდელი არჩევნები არ უნდა ჩატარდეს“

„ვადამდელი არაფერი, მათ შორის არც არჩევნები არ ვარგა“, – აღნიშნული განცხადება „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის წევრმა ვიქტორ დოლიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
დოლიძის განცხადებით, ვადამდელი არჩევნები ქვეყნისთვის სახელმწიფოებრივად ცუდი იქნება და თუ ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არ დადგება, არჩევნები ვადაზე ადრე არ უნდა ჩატარდეს.
„ჩვენ თუ ვცდილობთ ვიყოთ ევროპის ნაწილი, პატივი უნდა ვცეთ ევროპულ ფასეულობებს. ვადაზე ადრე არაფერი ვარგა, მათ შორის არც არჩევნები. ეს ჩვენი ქვეყნისთვის სახელმწიფოებრივად ცუდი იქნება და თუ ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არ დადგება, არჩვენები დათქმულ ვადებში უნდა ჩავატაროთ, მაგრამ თუ მაინც მოხდა ისე, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდა, სხვა გზა არ დაგვრჩება და ბუნებრივია „თავისუფალი დემოკრატები“ მასში მონაწილეობას მივიღებთ“, – აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები