პრემიერ-მინისტრი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა (ვიდეო)

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პრემიერ-მინისტრ ხავიერ ბეტელს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებს საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები