ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი საქართველოში მოიწვია (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ტომ ფრიდენი საქართველოში მოიწვია – შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილსა და ტომ ფრიდენს შორის დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორს მადლობა გადაუხადა ქართული ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერისთვის.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, რომელმაც სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები განახორციელა საქართველოში. ერთ-ერთი ახალი პროექტი, რომელიც CDC -თან ერთად დაიწყება საქართველოში, არის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები