ელგუჯა ხოკრიშვილმა ქუთაისში გარემოს ეროვნული სააგენტოს ახლად რეაბილიტირებული ოფისი დაათვალიერა


გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, ქუთაისში გარემოს ეროვნული სააგენტოს ახლად რეაბილიტირებული რეგიონალური ოფისი ადგილზე დაათვალიერა.

გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრთან ერთად რეაბილიტირებული ოფისი მოინახულეს იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

აღსანიშნავია, რომ რეგიონისთვის გეოლოგიის სამმართველო მნიშვნელოვან და საჭირო მომსახურებას მოიცავს – როგორიცაა კატასტროფებზე პირველადი რეაგირება, ვიზუალური დაკვირვება, სალიცენზიოდ წინასწარ შერჩეულ ობიექტებზე გეოსაინფორმაციო პაკეტების დამუშავება, საშიშროების ზონების შემოწმება და რესურსების დადგენა.
რეგიონალური ოფისი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების დაკვირვებასა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები