ცხადდება კონკურსი ორი სალიტერატურო და ერთი საბავშვო ჟურნალის გამოსაცემად

24 იანვარს, 11:00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება ბრიფინგი, რომელზეც გამოცხადდება კონკურსი 2 სალიტერატურო და ერთი საბავშვო ჟურნალის გამოსაცემად.
ბრიფინგს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორი ნატალია ლომოური გაუძღვებიან.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლება სალიტერატურო პერიოდიკის გამოცემით დაკავებულ ყველა იურიდიულ პირს. კონკურსის პირობები და საკონკურსოდ წარსადგენი დოკუმენტაცია 26 იანვარს სამინისტროს ვებგვერდზე www.culture.gov.ge და საქართველოს მწერალთა სახლის ვებგვერდზე www.writershouse.ge დაიდება. კონკურსში გამარჯვებულ ორ ლიტერატურულ და ერთ საბავშვო ჟურნალს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ერთი წლის განმავლობაში დააფინანსებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები