ნატოს რუსეთთან სამხედრო კომუნიკაციის აღდგენა სურს
ბრიუსელში გამართულ ნატოს სამიტზე, ნატოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლმა ფილიპ ბრიდლავმა განაცხადა, რომ ნატო მზად არის, რუსეთთან სამხედრო კომუნიკაცია აღადგინოს. ის აღშფოთებულია უკრიანაში მიმდინარე პროცესების გამო და თვლის, რომ თუ ურთიერთობა განახლდება, შესაძლებელია უკრაინაში არსებული მდგომარეობის ნორმალიზება:
“ჩვენ ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ იმაზე, თუ როგორ უნდა აღვადგინოთ კომუნიკაციები. ხაზი გავუსვით, რომ რუსეთში ჩვენს სამხედრო კოლეგებთან კომუნიკაცია ძალზე მნიშვნელოვანია”.
სამიტის დასრულების შემდეგ ბრიდლავმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში, რუსეთის სამხედრო მოქმედებების შედეგად, 4800 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეებიც.