დონეცკში 6 სამხედრო მოკლეს, 20 კი ტყვედ აიყვანეს

დონეცკში, აეროპორტთან მომხდარი შეტაკების შედეგად, სეპარატისტებთან ბრძოლას 6 უკრაინელი სამხედრო შეეწირა. 20-მდე სამხედრო კი ტყვედ ჩავარდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელ სამხედროებსა და დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის სეპარატისტებს შორის საბრძოლო შეტაკებები დღეს დილით დაიწყო. ამის პარალელურად, უკრაინის დროით, 9 საათზე, აეროპორტთან მდებარე ქუჩაც დაიბომბა. აფეთქდა სამგზავრო ტროლეიბუსი. 10-მდე მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები