დონეცკში, ტროლეიბუსის აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 15 -მდე გაიზარდა
დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, ცენტრალური აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტროლეიბუსის აფეთქების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. მათი უმეტესობა მგზავრები იყვნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორი ადამიანი საავადმყოფოში მიყვანამდე ცოცხალი იყო, თუმცა კრიტიკული მდგომარეობის გამო, მათი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი დენის პუშილინი მომხდარის გამო უკრაინელ სეპარატისტებს ადანაშაულებს.
“გარდაცვლილია 15 ადამიანი, 2 მშვიდობიანი მოქალაქე საავადმყოფოში გარდაიცვალა, რადგან მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარი აფეთქება დივერსიულმა ჯგუფებმა ჩაიდინეს. ჩემი ინფორმაციით, მათ 120- მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნი გამოიყენეს”, – აცხადებს დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-სპიკერი პუშილინი.