რუსეთი უკრაინაში მდგომარეობის ნორმალიზებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითზე აპირებს – სამანტა ფაუერსი

ევროკავშირში აშშ-ს ელჩის, სამანტა ფაუერსის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, უკრაინის პრეზიდენტს პეტრე პოროშენკოს ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარების ნორმალიზებას აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მაგალითზე სთავაზობს.
“ჩვენ ვიცნობთ, რუსეთის ე.წ. სამშვიდობო გეგმებს, რომლებიც მან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განახორციელა”, – განაცხადა აშშ-ს ელჩმა ევროკავშირში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ბერლინში, ” ნორმანდიის ოთხეულის” შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა განაცხადა, რუსეთი მზად არის უკრაინიდან შეიარაღებული ძალების გასაყვანად, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაც იგივეს მოიმოქმედებს. თუ დღეს დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენებით ვიმსჯელებთ, რომელსაც სულ მცირე ათი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, შეთანხმება შესაძლოა, არ შესრულდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები