პუტინი მინსკის შეთანხმებას არღვევს – აშშ-ს ელჩის მოხსენება ევროკავშირში
ავროკავშირში აშშ-ს ელჩმა სამანტა ფაუერსმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მინსკის ხელშეკრულების დებულებას არღვევს. ფაუერსის თქმით, გასულ კვირას პუტინმა თავად განუცხადა უკრაინის პრეზიდენტს პეტრე პოროშენკოს, რომ ხელშეკრულებით დადგენილი ნორმების შესრულებას აღარ აპირებს. არ არის გამორიცხული, რომ გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ამერიკამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესოს.
შეგახსენებთ, დღეს, ბერლინში, ” ნორმანდიის ოთხეულის” შეხვედრაზე გადაწყდა, რომ რუსეთი, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილიდან მძიმე შეიარაღებას გაიყვანდა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაც იგივეს მოიმოქმედებდა. როგორც ჩანს, შეთანხმება არ შესრულდება.