ელენე ბლუაშვილის ფოტოგამოფენა გაიხსნება

23 იანვარს, 19:00 საათზე „თი-ბი-სი“ გალერეაში ელენე ბლუაშვილის ფოტოგამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოხელოვანის მიერ სხვადასხვა დროს გადაღებული 50 ფოტო.
28 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაცვლილი ელენე ბლუაშვილის გამოფენა მისმა მეგობრებმა ფოტოხელოვანის 30-ე დაბადების დღეს მიუძღვნეს. გამოფენა საქველმოქმედოა. შემოსული თანხა მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფრების ბინადრებს მოხმარდება. გამოფენა 30 იანვრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები