სტამბოლი-თბილისის დაგეგმილი რეისები სრულდება
ნისლის გამო გადადებული სტამბოლი-თბილისის რეისები სრულდება, პრობლემა უკვე მოხსნილია – ამის შესახებ „კვირას“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, სტამბოლი-თბილისის რეისის მგზავრებს თბილისის აეროპორტში 17.25 საათზე ელოდებიან.
„გადადებული რეისები ყველა სრულდება. დღეს დილით სტამბოლი-თბილისის რეისი 12:14 წუთზე შესრულდა. მორიგი რეისი 17:25 საათზე შესრულდება. ამ დროისთვის ყველა პრობლემა მოხსნილია“, – განაცხადეს აეროპორტში.
შეგახსენებთ, რომ “თურქიშ ეარლაინსის” და “ატლასჯეთის” რეისები გუშინ უნდა შესრულებულიყო, თუმცა კომპანიებმა ნისლის გამო რეისები გააუქმეს.