ირმა ჭკადუა: იური ვაზაგაშვილს 25 იანვარს შვილის გვერდით დაკრძალავენ

 

ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, იური ვაზაგაშვილს 25 იანვარს შვილის გვერდით დაკრძალავენ.
როგორც ადვოკატმა „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, სავარაუდოდ, გარდაცვლილს, წმინდა სამების პატარა ტაძარში 24 იანვარს გადაასვენებენ.
„ვაზაგაშვილი, სავარაუდოდ, ტაძარში შაბათს, 24 იანვარს იქნება გადასვენებული. საუბარია, რომ მისი გადასვენება წმინდა სამების პატარა ტაძარში მოხდეს, იქ, საიდანაც ირინა ენუქიძე გამოასვენეს, თუმცა ამის შესახებ გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული არ არის და ზუსტი ინფორმაცია საღამოს გახდება ცნობილი. იური ვაზაგაშვილს კვირას, 25 იანვარს, 14:00 საათზე გამოასვენებენ და სოფელში, შვილის გვერდით დაკრძალავენ“, – აღნიშნა ჭკადუამ.
შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში შვილის საფლავზე მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები