პაპუაშვილი როინიშვილზე: მსახიობების თეატრიდან ასე „უპრაგონოდ“ გაშვება არ უნდა მოხდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მსახიობი ზაზა პაპუაშვილი თუმანიშვილის თეატრიდან მსახიობ გია როინიშვილის გათავისუფლების საკითხს საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
პაპუაშვილის განცხადებით, ის როინიშვილის პოლიტიკურ ხედვებს არ იზიარებს, თუმცა, როგორც ნიჭერი მსახიობის მიმართ, სოლიდარულია და თვლის, რომ მსახიობების თეატრიდან ასე „უპრაგონოდ“ გაშვება არ მოხდეს.
„გია როინიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ვიცი ზუსტად იმდენი, რამდენიც მოსახლეობამ. მე გიასთან სტუდენტობისდროინდელი ურთიერთობები მაკავშირებს. ერთ სპექტაკლშიც ვმონაწილეობდით. ჩემთვის სამწუხარო იყო ის ფაქტი, როცა მან გადაწყვეტილება მიიღო და „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში აღმოჩნდა, თუმცა ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია. მე ვწუხვარ იმაზე, რომ არ მესმოდა გია როინიშვილის ხმა, როდესაც ჩვენ, მის კოლეგებს ბევრი განსაცდელი გვქონდა. განსაკუთრებით ისეთი განსაცდელი, რაც რუსთაველის თეატრში მოხდა, როცა ასე დაუდევრად გათავისუფლეს სამხატვრო ხელმძღვანელი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მისი ქმედება ჩემში აღფრთოვანებას არ იწვევდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე მის მიმართ სოლიდარული არ ვიყო. სოლიდარული ვარ ერთი მიზეზის გამო, ის ნიჭიერი ადამიანია და ყველა თეატრმა და მათმა ხელძღვანელობამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მსახიობები თეატრიდან ასე „უპრაგონოდ“ არ გაუშვან. მსახიობის თეატრიდან არ უნდა მიდიოდეს მაშინ, როდესაც ის არის უსარგებლო თავის საქმისთვის, აღარ არის მაყურებლისთვის და რეჟისორებისთვის საინტერესო… ვისურვებდი, რომ ის თავის საქმეს დაბრუნებოდა“,- განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თუმანიშვილის თეატრის ხელმძღვანელმა ქეთი დოლიძემ მსახიობ გია როინიშვილს კონტრაქტი შეუწყვიტა.