შრომით მიგრაციას და მასთან დაკავშირებულ პროცესებს სპეციალური კანონი დაარეგულირებს

შრომით მიგრაციას და მასთან დაკავშირებულ პროცესებს სპეციალური კანონი დაარეგულირებს. არსებული ინფორმაციით, პარლამენტში მთავრობის ინიციატივით შესულია კანონპროექტი სახელწოდებით – “შრომითი მიგრაციის შესახებ”, რომელიც ბიუროს, სავარაუდოდ, დღეს წარედგინება.
კანონპროექტი არეგულირებს საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნაბართვის მქონე უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის შრომით მოწყობას საქართველოს ფარგლებს გარეთ, ასევე საქართველოში მყოფი მუდმივი ბინადრობის ნაბართვის არმქონე უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობასა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებას. კანონპროექტი ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები