მარაბდელ მიტროპოლიტ თადეოზ იორამაშვილს დღეს სიონის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ
მარაბდელ მიტროპოლიტ თადეოზ იორამაშვილს დღეს სიონის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ.
როგორც “კვირას“ საპატრიარქოდან აცნობეს, გარდაცვლილი მიტროპოლიტის სულის მოსახსენიებლად სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წირვა ჩატარდება, რის შემდეგაც 13:00 საათზე მიცვალებულის წესის აგება მოხდება. წესს გარდაცვლილ მეუფეს, სავარაუდოდ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აუგებს.
გარდაცვლილ მეუფეს სიონის ტაძრის ეზოში, მიტროპოლიტ ათანასე ჩახვაშვილის გვერდით, 14.00 საათზე დაკრძალავენ. თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავარი, მარაბდელი მიტროპოლიტი თადეოზი 68 წლის ასაკში19 იანვარს, გამთენიისას, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.