უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს თამაზ სუხიაშვილს შაბათს დაკრძალავენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს თამაზ სუხიაშვილს ხაშურში, სოფელ ცხრამუხაში შაბათს დაკრძალავენ – ამის შესახებ „კვირას“ გარდაცვლილის ძმამ გიორგი სუხიაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან რამდენიმე წუთში გამოასვენებენ და ხაშურში გადაასვენებენ.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის თამაზ სუხიაშვილის ცხედარი წუხელ საქართველოში ჩამოასვენეს. აეროპორტში უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილი ციბენკო, სამხედრო ატაშე სერგეი კუნდიუსი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები