ძლიერი ნისლის გამო სტამბოლი-თბილისის ორი რეისი ვერ შესრულდა

ძლიერი ნისლის გამო სტამბოლი-თბილისის ორი რეისი ვერ შესრულდა. როგორც “კვირას“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ძლიერი ნისლის გამო “თურქიშ ეარლაინსის” და “ატლასჯეთის” რეისები გადაიდო.
“თურქიშ ეარლაინსის” და “ატლასჯეთის” ფრენები ღამით უნდა შესრულებულიყო.
თუ როდის შესრულდება გადადებული რეისები, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები