თეირანის ინტერპოლმა მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავება დაადასტურა

თეირანის ინტერპოლმა მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებული რუინთან მოჰამადამინის დაკავება დაადასტურა. აღნიშნულ ინფორმაციას შს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფორის ნინო გიორგობიანი ფეისბუქის პირად გვერდზე ავრცელებს.
შს სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ცოტა ხანში გაავრცელებს.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარიამ კოჩალაძის მკვლელობაში ბრალდებული 29 წლის მამაკაცი ირანელმა სამართალდამცველებმა 12 იანვარს აიყვანეს. ის ორმაგ მკვლელობაშია ბრალდებული. ირკვევა, რომ მარიამ კოჩალიძის გარდა, მას 8 წლის ირანელი ბავშვის მკვლელობა ბრალდება.
16 წლის გოგონა ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე 2013 წლის ივლისში მოკლული იპოვეს. მაშინ მკვლელმა საზღვრის გადაკვეთა და ქვეყნის დატოვება მოასწრო. ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა საქართველოში დაუსწრებლად შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები