“ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს დიდი პოტენციალი აქვს“

 შემთხვევითი არ იყო, რომ პრეზიდენტი ობამა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე შევიდა – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს ღარიბაშვილი-ობამას შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს დიდი პოტენციალი აქვს. “ჩვენ ვხედავთ, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება. ბუნებრივია, შემთხვევითი არ იყო, რომ პრეზიდენტი ობამა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე შევიდა. ეს იყო მკაფიო გზავნილი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები