ადვოკატი ვაზაგაშვილის საქმეში მნიშვნელოვანი მოწმის არსებობას ადასტურებს

ადვოკატ გაგი მოსიაშვილის განცხადებით, იური ვაზაგაშვილის შვილის ზურა ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით, მოწმე არსებობს, რომელსაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჩნია. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, მოწმემ გამოთქვა მზაობა, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან, თუმცა, მოსიაშვილის ინფორმაციით, ეს პიროვნება საქართველოში არ იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ გავრცელდა იური ვაზაგაშვილის ინტერვიუ, რომელიც „მეორე არხმა“ მასთან სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაწერა. ინტერვიუში ვაზაგაშვილი ყვება, რომ მას უცხოეთიდან პიროვნება დაუკავშირდა, რომელიც აცხადებდა, რომ თავის დროზე ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე ჩვენება იძულებით მიაცემინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვაზაგაშვილი ამ მოწმესთან შეხვედრასაც გეგმავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები