ოთარ ჩრდილელი: მოძმეთა სისხლი ზეცას შესჩუხჩუხებს და სამართალს ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ოთარ ჩრდილელი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებით გამოწვეული ემოციის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. “რამდენი სტატუსი დავწერე – იმდენი წავშალე… არ მომჩვენებია, ღამით – ბევრჯერ გაჩერდა გული… ყოველგვარი შაბლონის და პათეტიკის გარეშე -მ ართლა გაჩერდა… P.S. მოძმეთა სისხლი ზეცას შესჩუხჩუხებს და სამართალს ითხოვს“, – წერს ოთარ ჩრდილელი. იური ვაგაზაშვილი გუშინ კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა. ვაზაგაშვილი ახლობლის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, რა დროსაც საკუთარი ვაჟიშვილის საფლავზე გადაწყვიტა ყვავილების მიტანა. აფეთქება სწორედ იმ დროს მოხდა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები