რაზე ესაუბრა შალვა ნათელაშვილი ვაშინგტონში ამერიკელ კონგრესმენებს?
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფაგრლებში, ამერიკის კონგრესის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს კრის სტიუარტს, კონგრესმენს, ამერიკის წარმომადგენელს ჰელსინკის კომისიასა და ეუთოში ფილ გინგრეისს და ილინოისის შტატიდან კონგრესის ყველაზე ახალგაზრდა წევრს აარონ სჩოკს შეხვდა. სამუშაო შეხვედრები ასევე გაიმართა კონგრესმენ მაიკ პომპეომსთან და ამერიკის წარმომადგენელთა პალატის წევრ, კონგრესმენ ლოის ფრენკელთან.
“ლეიბორისტული პარტიის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შალავა ნათელაშვილი დღის ბოლოს ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს ეწვია, სადაც გულთბილი საუბარი ჰქონდა მის პრეზიდენტ ჰერმან პირშნერთან. “შალვა ნათელაშვილმა ყველა შეხვედრაზე დააფიქსირა, რომ საქართველოში მიმდინარეობს ძველი რეჟიმის ახალი, ანტიდემოკრატიული რეჟიმით ჩანაცვლება, ქვეყანაში სუფევს სიღატაკე, კრიზისი, კორუფცია და ძველებურად ყალბდება ყველა დონის არჩევნები. მან კონგრესის წევრებს საქართველოში შექმნილ არადემოკრატიულ ვითარებაზე სათანადო რეზოლუციის შემუშავება სთხოვა“,-აღნიშნულია პრესსამსახურის ინფორმაციაში.