ქუთაისში დაკარგული 12 წლის გოგონა გათხოვდა
ქუთაისში გაუჩინარებული 12 წლის გოგონა გათხოვდა, თუმცა მისი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია. მშობლების ინფორმაციით, გაუჩინარებული გოგონა მათ პერიოდულად უკავშირდება. მათივე თქმით, მარიამ სულაბერიძე გათხოვდა. როგორც იმერეთის სამხარეო სამმართველოში აცხადებენ, პოლიციაში ამ დროისათვის საქმე არ აღძრულა იმ მიზეზით, რომ გოგონა ოჯახის წევრებთან კონტაქტზე გამოდის. სამხარეო სამმართველოს პრესსამსახური განმარტავს, რომ პოლიცია კონკრეტული მუხლით ძიებას იმ შემთხვევაში დაიწყებდა, თუ 5 დღის შემდეგ გოგონა არ გამოჩნდებოდა და დაკარგულად გამოცხადდებოდა.
შეგახსენებთ, 12 წლის მარიამ სულაბერიძე, რომელიც მეშვიდე კლასის მოსწავლეა, 21 თებერვალს სახლიდან შეყვარებულის სანახავად გავიდა. ოჯახმა დახმარება სამართალდამცველებს სთხოვა.