გიორგი ონიანს 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
ბრალდებულ გიორგი ონიანს 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ონიანს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე მტკიცებულებების ფალსიფიცირებას და განზარახ უკანონო დაკავებას ედავება. საქართველოს მთავარი პროკურატურა გიორგი ონიანისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. დაცვის შუამდგომლობა კი ბრალდებულის გათავისუფლება იყო.